"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე შექმნილი ვითარებიდან საქართველოსთვის სარგებლის მიღებასა და უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრობს.
ხაზარაძის თქმით, ანაკლია შეიძლებოდა სწორედ ის ადგილი ყოფილიყო, სადაც ქვეყანა ყველაზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავდა.
"ჩვენს ქვეყანას შეუძლია ეს პანდემიით გამოწვეული კრიზისი გამოიყენოს ძალიან სერიოზულად, შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჩვენ გვეხსნება ახალი ფანჯარა იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში. კონკრეტული მაგალითი არის ანაკლიის პორტი და ანაკლიის პორტის უკან, თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანია მუშაობდა იაპონელ პარტნიორებთან ერთად. გუშინ მოვისმინეთ იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა გამოყოფს 2 მილიარდ დოლარს, იმისთვის, რომ იაპონური კომპანიები, რომლებიც ტოვებენ ჩინეთის ბაზარს, წავიდნენ სხვა ლოკაციებზე. სწორედ ეს არის ჩვენი შესაძლებლობა", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.